მთავარი
შოპინგი
სურვილების სია0

წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს სრულად Scan.Ge -ს საკუთრებას თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები;

1. ზოგადი პირობები
1.1 დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
1.2 წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
1.3 დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
1.4 მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
1.5 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
1.6 არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
1.7 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
1.8 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

2. რეგისტრაცია, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ, ან რეგისტრაციის გარეშე).
რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს”). ჩვენს ვებგვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა Scan.Ge -ის ადმინისტრაციის მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ შეგიძლიათ რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს მაგიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელნი თქვენს ქმედებაზე!

3. მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე: ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:
3.1 ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
3.2 ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით;
3.3 შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

მაღლა ასვლა
პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში