მთავარი
შოპინგი
სურვილების სია0

დაბრუნების პოლიტიკა

1. Scan.Ge – ზე პროდუქტის დაბრუნების პირობები:

1.1 ჩვენი კომპანია, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 1 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მოცემული წესების დაცვით:

2. პროდუქტის დაბრუნების წესები და გამონაკლისები:
2.1 პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2 პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ჩვენს ელ. ფოსტის მისამართზე: info@scan.ge
2.3 პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.4 თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს,დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია Scan.Ge უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღე. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტის(ების) დაბრუნების პროცედურა.

3. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია თუ:
3.1 პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ–გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
3.2 პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, რომელიც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შეძენიდან 24 საათში;
3.3 პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში, რაც ადგილზე, კურიერის თანდასწრებით უნდა იქნას აღმოჩენილი;

პროდუქტი ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება). მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე და ასევე ათანხმებს მის მახასიათებლებს თქვენთან, ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტიურად გამორიცხულია. თუ კი ნივთს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება ეს მხოლოდ გარეშე გადამზიდი,საკურიერო კომპანიის დაუდევრობით არის წარმოქმნილი, ამიტომ თუ კი საკურიერო კომპნაიის წარმომადგენლის მხრიდან ადგილიდანვე არ მოხდება ჩვენთან დაკავშირება, ხარვეზის არსებობის შეტყობინების მიზნით, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილი გადაცვლა, ან უკან დაბრუნება არ დაკმაყოფილდება. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურიერი არ არის პასუხისმგებელი ნივთის აწყობაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეული თქვენს მიერ დაფიქსირებული შეკვეთის მომარაგებასა და მოწოდებაზე იხარჯება ადამიანური და ფიზიკური რესურსები, ამიტომ გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ და ისე განათავსეთ შეკვეთა.

პატივისცემით Scan.Ge -ს ადმინისტრაცია !

მაღლა ასვლა
პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში