მთავარი
შოპინგი
სურვილების სია0

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით Scan.Ge -ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც Scan.Ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
საბანკო გადახდის დროს შევსებული ინფორმაცია, რაც უშუალოდ ეხება თქვენს საბანკო ანგარიშს (ე.გ კარტას რითიც იხდით პროდუქტის თანხას ჩვენთან), არ ინახება ჩვენთან, არამედ პარტნიორი ბანკების დაცულ სისტემაში, რომელთან წვდომაც ჩვენ არ გაგვაჩნია!

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, გპირდებით, რომ:
ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

1. როგორ გიცავთ კანონი
აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

1.1 რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
1.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი;
1.3 მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
1.4 რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
1.5 ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
1.6 მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

მაღლა ასვლა
პროდუქტი დამატებულია თქვენს კალათაში